თურნავას რუსული გადაწყვეტილება - შეწყვეტს თუ არა სავალუტო ფონდი საქართველოში არსებული პროგრამების დაფინანსებას?

შეწყვეტს თუ არა სავალუტო ფონდი საქართველოში არსებული პროგრამების დაფინანსებას. ამ გადაწყვეტილებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ამ დროისთვის ყველა პროგრამა გაჩერებულია. ფონდის მისია თუ არ განახლდა, ეს ნიშნავს მთელი საინვესტიციო გარემოს ჩამოშლას. არც ერთი სხვა დონორი ორგანიზაცია ან კერძო ინვესტორი არ ჩადებს ფულს იმ ქვეყანაში, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ ენდობა. ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა საფრთხის ქვეშ ნათია თურნავას რუსულმა გადაწყვეტილებამ დააყენა.
ხელისუფლება ირწმუნება, რომ ახალ წლამდე სავალუტო ფონდთან არსებულ გაუგებრობას მოაგვარებს, თუმცა როგორ აპირებს ამას "ქართული ოცნება", უცნობია. საერთაშორისო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ჯერ უნდა შეისწავლონ, რა გავლენას მოახდენს ფარცხალაძის გამო შეცვლილი კანონი ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებზე. თურნავას გამო უკვე მეორედ დგება საფრთხის ქვეშ მისიის პროექტები. პირველად პროგრამები მაშინ შეჩერდა, როდესაც ხელისუფლებამ სპეციალურად ნათია თურნავასთვის საგანგებო პოსტი შექმნა ეროვნულ ბანკში.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.