დროის ათვლა დაწყებულია - 7 ოქტომბერს გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა მელია ენმ-ს

27.09.23 20:34
დროის ათვლა დაწყებულია - 7 ოქტომბერს გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა მელია ენმ-ს

 

დროის ათვლა დაწყებულია. 7 ოქტომბერს გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" ნიკა მელია. ყოფილი თავმჯდომარე კარტებს ბოლომდე ჯერ ისევ არ ხსნის, თუმცა პარტიიდან წასვლას არ  გამორიცხავს და აანონსებს, რომ ყველაფერს სწორედ 7-ში იტყვის.

ამ დღეს  "ნაციონალური მოძრაობის" მელიას ფლანგი  დიდ შეკრებას გეგმავს. ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად სავარაუდოდ მისი მხარდამჭერებიც იტყვიან, მიდიან თუ ხაბეიშვილთან რჩებიან.  მელიას  ადგილს პარტიაში უკვე ვეღარ ხედავენ ყოფილი წევრები. ეს დღეს ხატია დეკანოიძემ თქვა. ამ განცხადების გამო  კი "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილებსა და წასულებს შორის ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა.

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები