მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრაზე წერს:
მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობარსა და მოკავშირესთან. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია.
ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით - მადლობა თქვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, - წერს ზურაბიშვილი.