ოცნება დაინტერესებულია ურთიერთობის ნორმალიზებით, ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენებზე - ლავროვი

28.09.23 11:35
ოცნება დაინტერესებულია ურთიერთობის ნორმალიზებით, ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენებზე - ლავროვი

რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას ისევ აქებს - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას შემდეგ რაც კრემლმა დაინახა, რომ "საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით" ამის შემდეგ კი შეთანხმდნენ "ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან" ფრენების განახლებაზე. 

"ტასთან" ინტერვიუში რუსეთის წარმომადგენელმა თქვა ისიც, რომ რუსეთს "საქართველო უყვარს".

როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესებით, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ეწვიონ ერთმანეთს, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ბოლოს და ბოლოს, რომელიც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს ეკონომიკურ სისტემებს, ჩვენ შევთანხმდით ბატონ ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი", - თქვა ლავროვმა.

მსგავსი სიახლეები