არც ევროკავშირს და არც საქართველოს, არ აქვს ფუფუნება, სტატუსი არ გაიცეს - დავითულიანი

28.09.23 11:48
არც ევროკავშირს და არც საქართველოს, არ აქვს ფუფუნება, სტატუსი არ გაიცეს - დავითულიანი

"31 ოქტომბერს არც ევროკავშირს და არც საქართველოს, არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ეს სტატუსი არ გაიცეს" -ამის შესახებ  "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანს  იმედი აქვს, რომ 31 ოქტომბრამდე მოესწრება სამართლებრივი დასკვნები წარმოდგენა და ყველა კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ბატონ ბორელთან ერთად შედგენილი იყო გრაფიკი მოქმედების პროცედურა, შეთანხმებული იყო ევროკომისიის მენეჯმენტთან. ეს გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში, ვინაიდან ეს იყო მათი რჩევა, შესაბამისად ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამართლებრივი დასკვნები იქნება ამაზე სწრაფად წარმოდგენილი და ეს ყველაფერი მოესწრება 31 ოქტომბრამდე. 31 ოქტომბერს არც ევროკავშირს და არც საქართველოს, არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ეს სტატუსი არ გაიცეს. იმედი მაქვს, რომ ყველა მოიქცევა კეთილგონივრულად. კი ბატონო, მოგვცენ და იყოს დათქმებით, თანახმა ვარ", - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს - ინფორმაცია "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები