თქვენი მომავალი დამოკიდებულია რეფორმებისა და ევროპული ღირებულებების დაცვაზე - ნაუსედა "ოცნების" ხელისუფლებას
საქართველოს მომავალი დამოკიდებულია რეფორმებისა და ევროპული ღირებულებების დაცვაზე - ასეთია გზავნილი ლიტვიდან.
გიტანას ნაუსედამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველო პროდასავლური გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებებით და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ძალისხმევით გააგრძელებს გზას.
ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლისადმი ძალიან აშკარაა. ვიმედოვნებ, რომ თქვენი ქვეყანა პროდასავლური გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებებით და ევროპული და ევროატლანტიკური ინტერგრაციისადმი ძალისხმევით გააგრძელებს გზას. საქართველოს მომავალი ახლა დამოკიდებულია თავის უნარზე, დარჩეს ფოკუსირებული საკუთარ რეფორმებზე და ევროპული ღირებულებების, კერძოდ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვაზე"- თქვა მან.