ანგარიშსწორება განყოფილებაში - უცნობია, მივიდნენ თუ არა გამოკითხვაზე ძალადობაში მხილებული პოლიციის თანამშრომლები?

28.09.23 12:31
ანგარიშსწორება განყოფილებაში - უცნობია, მივიდნენ თუ არა გამოკითხვაზე ძალადობაში მხილებული პოლიციის თანამშრომლები?

ამ დრომდე უცნობია მივიდნენ თუ არა  გამოკითხვაში ძალადობაში მხილებული პოლიციის თანამშრომლები? - კაციტაძის უწყებას ახალგაზრდების წამებაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ გამოძიება აქვს დაწყებული, თუმცა ძველი თბილისის პოლიციის განყოფილების  მაღალჩინოსნების დაკითხვაზე არაფერია ცნობილი.

ნაცემი ახალგაზრდებს კი ჯანმრთელობის პრობლემები ემატებათ და თანმდევი სიმპტომები უვითარდებათ. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დაზარალებულ ახალგაზრდებს პროკურატურა მოწმის სახით სასამართლოში იბარებს საქმეზე, რომელიც სავარაუდო ძალადობის მიზეზი გახდა. 

"ძალადობის შედეგად მიღებულმა დაზიანებები ჩემს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა" - განცხადება ერთ-ერთმა დაზარალებულმა "ტვ პირველთან" საუბრისას.

დავახასიათეთ თითოეული პირი, რომელმაც ჩვენზე იძალადა მოგვაყენა დაზიანებები, ყველანაირად ვეცადეთ რომ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა. გამოძიებაც დაიწყეს. ასევე მოვითხოვეთ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რადგან დაზიანებამ დღემდე გამომაყოლა კვალი. მე პირადად ტრემორი დამიტოვა, რაც ხელის კანკალის ნიშნავს - აღნიშნა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

დაზარალებულის ინფორმაციით, ძალადობაში მხილებული პოლიციელი ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილეა, რაც ცხადყოფს, თუ როგორ ექცევიან სამართალდამცველები ახალგაზრდებს.

ვიპოვეთ კიდევე ერთი პოლიციელი, რომელიც  ჩვენს ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. იგი ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე გახლდათ, რაც პირდაპირ ასახავს იმას, თუ როგორ ექცევა ქართული პოლიცია ახალგაზრდობას.  რამდენიმე თვის მანძილზე განვიცდიდით ძალადობას. ეს ამბები ჩემთვის ემოციურად ძალიან მტკივნეული იყო. სასამართლო პროცესზე ვაპირებთ მხოლოდ სიმართლის თქმას და არა იმის თქმას, რაც მათ აწყობდათ და რაზეც მათ ძალით მოგვაწერინეს ხელი - განაცხადა დაზარალებულმა.

ნაცემი ახალგაზრდების ადვოკატის, ნინო ამაღლობელის თქმით, მათ ყველა ის მტკიცებულება გააჩნიათ, რომლებიც პოლიციელების მიერ განხორციელებულ სასტიკ ძალადობას დაადასტურებს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია. მათ შეუძლიათ თითოეული პოლიციის ამოცნობა. ამ ძალადობრივ ქმედებებს უკვალოდ არ ჩაუვლია და ბუნებრივია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ჯანმრთელობაზეც აისახა.  ჩვენ ვითხოვთ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნას. ჩვენ დავასახელეთ ყველა პირი, ყველა მოწმე, ვინც დაადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების გაჟღერებულ ფაქტებს და შემდეგ ველოდებით რეაგირებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან - აღნიშნა ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.

 

მსგავსი სიახლეები