პროტესტი კონსერვატორიაში - კულტურის სამინისტროში აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართება

28.09.23 13:00
პროტესტი კონსერვატორიაში - კულტურის სამინისტროში აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართება

პროტესტი კონსერვატორიაში - კულტურის სამინისტროში ხვალ კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართება. 

შეხვედრა სამინისტროში ხვალ, 29 სექტემბერს, 16:00 საათზე არის დანიშნული, სადაც მოწველი ქართული მრავალმხრიანობის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელები და სხვა წარმომადგენლები იქნებიან.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე " მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზზე იმსჯელებენ, რომლითაც რექტორის არჩევის პროცესი მიმდინარეობდა".

"როგორც გუშინდელ საჯარო განცხადებაში ითქვა, სამინისტრო მზად არის, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რათა კონსერვატორიამ უმოკლეს ვადაში შეძლოს რექტორის არჩევნების ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით. [...]

სამინისტროში შეხვედრას გაუძღვება მინისტრის მოადგილე და სამინისტროს საპარლამენტო მდივანი, ბატონი იოსებ ბაღათურია, რომელიც სხვებთან ერთად კურირებს სამართლებრივ საკითხებს და სამინისტროს წარმოადგენს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. შეხვედრას ასევე დაესწრება სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ბატონი გუგა მირიანაშვილი.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარე საარჩევნო პროცედურა შეწყდა, რაც ნიშნავს, რომ რექტორის არჩევნები ცოტა ხნით გადაიდო. მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ვადა გრძელდება მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე, რაც კონსერვატორიის უწყვეტად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობაა" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები