ეს არის რუსული კვალი, რასაც ქართული სახელმწიფო ხელს უწყობს - ინტერვიუ კაცთან, რომელმაც ფილმის "იარე ლიზას" ჩვენება გააპროტესტა

28.09.23 14:21
ეს არის რუსული კვალი, რასაც ქართული სახელმწიფო ხელს უწყობს - ინტერვიუ კაცთან, რომელმაც ფილმის "იარე ლიზას" ჩვენება გააპროტესტა

დაპირისპირება კინო "ამირანში" - "პირველებმა" ის მოქალაქე ჩაწერა, რომელმაც ფიილმი "იარე ლიზას" ჩვენება გააპროტესტა და თქვა, რომ ნანა ჯანელიძის ფილმი ქართველი ჯარისკაცების დისკრედიტაციას ემსახურება.

"ბოდიში საქართველოს არ აქვს მოსახდელი, სცენარი რუსული ნარატივით არის შედგენილი" - ამბობს მოძრაობა "დევნილები-დევნილების" თავმჯდომარე. 

ირაკლი ტორუა პირდაპირ ამბობს, რომ ამ ფილმით "აფხაზეთის აღიარებისთვის ნიადაგს ამზადებენ". 

ჰეროიზაცია ხდება ყველა აფხაზი პერსონაჟის, ქართველი პერსონაჟები იქ ვინც არიან, არიან ხელმოცარული ლუზერები, ნარკომანები, რომლებიც იქ ჩავიდნენ საძარცველად და მერე ჩაერთნენ ომში.

მაშინ რა გამოდის, ბიძაჩემი, მამაჩემი, ადგილობრივები, რომლებიც იქ იბრძოდნენ, სულით და გულით წასული ხალხი თავისი მამულის დასაცავად წასული ხალხი, ეს იყვნენ  ჩვეულებრივი მძარცველები, რომლებსაც მხოლოდ აინტერესებდათ წამალი და ფილმის თქმის არ იყოს, იქ ადგილზე "გულიანკა რუსის ნაშები".

აი ამ რაკურსში არის მოცემული. ვხედავთ, რომ ესენი ამზადებენ ახალგაზრდა ადამიანების ტვინებს იმისათვის, რომ ჩვენ დავაშავეთ, ჩვენ ვართ გენოციდის მომწყობი ხალხი და ჩვენ უნდა ვითხოვოთ პატიება.

რაც დაგვმართეს ჩვენ იქ, ეს თურმე საზღაური ყოფილა და დიახ, ეს აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომ ახალგაზრდა ტვინები მოამზადონ იმისათვის, რომ აი ჩვენ დავაშავეთ.

დღეს ბოდიში იყიდება ძალიან კარგად, თუ გინდა გაჭრან "მაყუთი" ასეთი ნაგავი ფილმი უნდა შექმნა, რომელსაც მხატვრული ღირებულება აქვს ძალიან დაბალი, პლინტუსზე დაბლა და უნდა მიიტანო კულტურის სამინისტროში.

პირველადი ინტერესი ეს არის, რუსული კვალი, ეს არის რუსული ინტერესი, რუსული ნარატივი და ამას ყველაფერს დღეს ქართული სახელმწიფო ხელს უწყობს.

მსგავსი სიახლეები