"პოლიციელების რაოდენობა 3-ჯერ მაინც აღემატებოდა დემონსტრანტებისას" - HRC- ის კვლევა

28.09.23 14:06
"პოლიციელების რაოდენობა 3-ჯერ მაინც აღემატებოდა დემონსტრანტებისას" - HRC- ის კვლევა

"პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობა აქციის მონაწილეებთან შედარებით" - საპროტესტო აქციებზე მობილიზებული პოლიციელების რაოდენობისა და არაიდენტიფიცირებული პოლიციელების შესახებ ანგარიში "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" (HRC) მოამზადა.

2023 წლის იანვრიდან, ამავე წლის აგვისტომდე ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები 10 საპროტესტო აქციას დააკვირდნენ, რომელთა შეფასებით,  აქციების მიმდინარეობისას პროტესტის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობის მობილიზების ტენდენცია გამოიკვეთა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა რაოდენობა თვალშისაცემად მეტია, ხოლო ზოგჯერ კი იმდენად ნაკლებია, რომ პოლიცია ვერ ახერხებს საზოგადოებრივი წესრიგისა და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

3 ივნისს, ღამის 1:30 საათისკენ, პოლიციელების რაოდენობა 3-ჯერ აღემატებოდა აქციაზე მყოფი მონაწილეების რაოდენობას. 29, 30 მაისსა და 1 ივნისის აქციებზე, აგრეთვე, პოლიცია არანაბარი ძალით იყო მობილიზებული. კერძოდ, პოლიციელების რაოდენობა სამჯერ მაინც აღემატებოდა აქციის მონაწილეთა რაოდენობას - აქციაში მონაწილეობდა 15-მდე მონაწილე, ადგილზე კი დაახლოებით 60-მდე პოლიციის თანამშრომელი იყო მობილიზებული. 

ამის საპირისპიროდ გია გაჩეჩილაძის და ზაზა პაპუაშვილის ორგანიზებულ აქციაზე "მოვდივარ - საქართველო უპირველეს ყოვლისა" სადა 11 000-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, დაახლოებით 100-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული - აღნიშნულია გავრცელებულ ინფრომაციაში.

მსგავსი სიახლეები