პრეზიდენტი იძახდა, რომ ის ხალხთან არის, მაგრამ ხან ზევით არის და ხან ქვევით - ღუდუშაური
პრეზიდენტი იძახდა, რომ ის ხალხთან არის, მაგრამ ხან ზევით არის და ხან ქვევით, ყველას ვურჩევდი, რომ ხალხთან ერთად იყოს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ღუდუშაური ასევე კანდიდატის სტატუსის საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველო მხოლოდ ევროპულ ღირებულებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას ელოდება, რადგან საქართველო უალტერნატივოდ არის ლიდერი და კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მიდგომას და მეტიც, არც მეტი არც ნაკლები ჩემო მეგობრებო, ჩვენო საზოგადოება, ჩვენო საერთაშორისო პარტნიორებო, ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს. ვითხოვთ სწორედაც ნამდვილ ევროპულ ღირებულებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას და ასეთი გადაწყვეტილების პირობაში ნამდვილად საქართველო უალტერნატივოდ არის ლიდერი და ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. პრეზიდენტის როლიც უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც იძახდა, რომ ის ხალხთან არის, მაგრამ სადღაც ზევით არის, არ ვიცი, ხან ზევით არის, ხან ქვევით არის, მაგრამ ყველას ვურჩევდი, რომ ხალხთან ერთად იყოს და ხალხი, ხელისუფლება ჩვენი ქვეყანა, ვართ ერთად და ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას", - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, ალუდა ღუდუშაური.