"ოცნება", როგორც "ეძინაია რასიას" ფილიალი, რუსეთთან ურთიერთობას ათბობს - ნადირაძე

28.09.23 13:54
"ოცნება", როგორც "ეძინაია რასიას" ფილიალი, რუსეთთან ურთიერთობას ათბობს - ნადირაძე

"ლავროვის განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ივანიშვილის სახით კრემლის ფილიალის წარმომადგენელი ჰყავს" - ასე ეხმაურება პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადების შეფასებას.

ნადირაძის თქმით, "ოცნება", როგორც "ეძინაია რასიას" ფილიალი, რუსეთთან ურთიერთობას ათბობს"

ფაქტია, რომ ლავროვის განცხადებით დადასტურდა, რომ ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა არა ბიზნესი, არამედ უშუალოდ რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მთავრობა და ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ამ ქვეყანას ივანიშვილის სახით ჰყავს კრემლის ფილიალი წარმოდგენილი და "ქართული ოცნება“, როგორც "ეძინაია რასიას" ფილიალი, ათბობს რუსეთთან ურთიერთობას საქართველოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე -  აღნიშნა ნადირაძემ.

მსგავსი სიახლეები