უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება - ფაშინიანი
"ანალიზი აჩვენებს, რომ უახლოეს დღეებში, მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება" - განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მედიასთან გააკეთა.
ფაშინიანის თქმით, სომხები მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის მიერ ეთნიკური წმენდის პოლიტიკის შედეგად ტოვებენ.
ანალიზი აჩვენებს, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება. ეს არის ეთნიკური წმენდისა და სამშობლოს ჩამორთმევის პირდაპირი აქტი, რაზეც დიდი ხანია, ვესაუბრებით საერთაშორისო საზოგადოებას. მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშეების განცხადებები, რომლებიც გმობენ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას, მაგრამ თუ მათ არ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები, მაშინ ისინი განიხილება ისტორიისთვის მხოლოდ მორალური სტატისტიკის შექმნის ნაწილად - აღნიშნა ფაშინიანმა.