შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა ჩვენსა და აშშ-ს შორის, - პრემიერი

28.09.23 14:41
შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა ჩვენსა და აშშ-ს შორის,  - პრემიერი

საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, რადგან ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს, ამერიკას კი თავისი მიზნები.

ღარიბაშვილის თქმით, მმართველ გუნდს არავისთან არაფერი აქვს დასამალი.

ბუნებრივია, ქვეყნებს შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენთვის ამერიკა არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკის. ასევე, მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, ხანდახან შეიძლება იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები ქვეყნებს შორის, ეს ბუნებრივი პროცესია, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს, ამერიკას, რა თქმა უნდა, თავისი მიზნები და ინტერესები აქვს. არსებობს საკითხები, რაზეც გარკვეული სხვადასხვა მოსაზრებებია, ეს ნორმალური პროცესია, ჩვენ ამაზე ვთანხმდებით, რომ არ არის რაღაც ანომალია, არანორმალური მოცემულობა, მაგრამ მთავარია, რომ დიალოგი იყოს ჯანსაღი, იყოს გულწრფელი კომუნიკაცია. ჩვენ არავისთან არაფერი არ გვაქვს დასამალი, არავითარი დაფარული დღის წესრიგი საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არცერთ საკითხთან მიმართებაში". - განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი სიახლეები