არასდროს ვყოფილვარ გაჭირვებული, შეძლებული ოჯახი მყავს - პრემიერის პირველი კომენტარი სამთავრობო ჩარტერზე

28.09.23 14:47
არასდროს ვყოფილვარ გაჭირვებული, შეძლებული ოჯახი მყავს - პრემიერის პირველი კომენტარი სამთავრობო ჩარტერზე

მე შეძლებული ოჯახი მყავს - პრემიერის პირველი კომენტარი სამთავრობო ჩარტერზე.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არასოდეს უსარგებლიათ. 

არასდროს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი, ან ჩემი ოჯახის მგზავრობა თუ სხვა. არც ერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან, არც ჩემს მგზავრობაზე და არც ჩემი ოჯახის წევრების. განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან.

მე მიზანმიმართულად გადავახდევინე (ჩარტერის ფული) ოჯახს, რომ კიდევ ერთხელ მეჩვენებინა კონტრასტი და განსხვავება ჩვენი ხელწერისა და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც აქ იყო 10 წლის წინ გამეფებული, როცა პირადი მიზნებისთვის მილიონობით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა. 

მე მყავს შეძლებული ოჯახი. არასდროს ვიყავი გაჭირვებული, მას შემდეგ რაც დავამთავრე უნივერსიტეტი, პოლიტიკამდეც ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს. ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ეს არ არის დამალული და არ არის სიახლე.

თქვენ თუ ობიექტურები ბრძანდებით, უნდა გაგერკვიათ ამ ოჯახმა საიდან გადაიხადა. ჩემს ოჯახს აქვს შესაბამისი დადასტურებული შემოსავლებიც, ფინანსური სახსრებიც, ყველაფერი გამჭვირვალეა, თუ რაიმე კითხვები გაქვთ ყოველ წელს ვავსებ დეკლარაციებს, დაელოდეთ მომავალ დეკლარაციებს, ამ წელსაც შევავსებ. არაფერი მაქვს დაფარული", - ამბობს  პრემიერი. 

მსგავსი სიახლეები