რა ესაქმებოდა სააკაშვილს პაბლო ესკობარის საფლავზე? - ღარიბაშვილი
რა ესაქმებოდა მიხეილ სააკაშვილს პაბლო ესკობარის საფლავზე? - საქართველოს პრემიერი ჩარტერების სკანდალის გადაფარვას, კვლავ მიხეილ სააკაშვილის ლანძღვის ცდილობს.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროდან 14 მილიონი დაიხარჯა სააკაშვილის ხარჯებისთვის.
14 მილიონი ლარი არის არამიზნობრივად გაფლანგული თავდაცვის სამინისტროდან სააკაშვილის პირადი ვოიაჟებისთვის. გეკითხებით, რა ესაქმებოდა მიხეილ სააკაშვილს პაბლო ესკობარის საფლავზე? რატომ ჩავიდა კოლუმბიაში? სამარცხვინო პრეზიდენტი იყო, 14 მილიონი ლარი, ამას გარდა ორი თვითმფრინავი შეაძენინა თავდაცვის სამინისტროს. ეს არის საჯარო ინფორმაცია, თქვენ ამაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი". - ამბობს ღარიბაშვილი.