პრემიერის გარდასახვა - ღარიბაშვილმა დასავლეთის ლანძღვა შეწყვიტა
პრემიერის გარდასახვა - ირაკლი ღარიბაშვილმა დასავლეთის ლანძღვა შეწყვიტა. ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება რაც შეერთებულ შტატებში საქართველოს მთავრობის მეთაური პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა.
ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა სალივანთან, ძალიან ხანგრძლივი გულწრფელი ღია საუბარი გვქონდა. თითქმის ყველა საკითხზე გვქონდა საუბარი. ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ველოდებით ახალი ელჩის ჩამობრძანებას, რომელიც სულ მალე ჩამოვა საქართველოში. დიდ იმედს ვამყარებ რომ პირველივე დღიდან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ. ამერიკა არის პირველი სტრატეგიული პარტნიორი. ხანდახან შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობები, ეს ბუნებრივია, ამერიკას თავისი მიზნები აქვს, ეს ნორმალური პროცესია, არ არის ანომალია. მაგრამ მთავარია რომ დიალოგი იყოს ჯანსაღი, არაფერი დასამალი არ გვაქვს, საქართველოს არ აქვს არცერთ საკითხზე დაფარული დღის წესრიგი.