ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში, ჩვენ ვიცოდით - ღარიბაშვილის აღიარება
საქართველოს პრემიერისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ოთარ ფარცხალაძის სანქცირება.
ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს, რომ რუსეთში ფარცხალაძის საქმიანობის შესახებ იცოდნენ.
პრემიერი ამბობს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ბიზნესმენია და ასევე აცხადებს, რომ მისთვის არ არის ცნობილი არც ერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ რაიმე ჩაიდინა.
ღარიბაშვილის თქმით, ფარცხალაძის რუსული პასპორტი მისი არჩევანია.
"რატომ მოხდა ფარცხალაძის სანქცირება გაუგებარია, აუხსნელია პირადად ჩემთვის. მე ამაზე ღიად ვაფიქსირებ ჩემს აზრს. ჭიქაში არის ქარიშხალი ატეხილი. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, არის მოღალატე ჩემს თვალში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება, ის არის მოღალატე. ჩემთვის და სახელმწიფო სამსახურებისთვის არ არის ცნობილი არც ერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ და სხვა ქვეყნის სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. არცერთხელ არ მოუმართავთ ფარცხალაძის შესახებ არცერთ აშშ-ს არც ერთ სამსახურს. ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში, ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნესსაქმიანობა ჰქონდა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი.
ფარცხალაძეს არ სჭირდება ჩემი ადვოკატობა, მაგრამ ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ. აუცილებელია, რომ ბრმად გადაწყვეტილება არ მივიღოთ. ფარცხალაძე რომ ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, მგონი ეს დასამალი არაა, ეს ყველამ იცის. როგორ არის ფარცხალაძე ოლიგარქი?! რანაირი ოლიგარქია? კაცი წასულია ხელისუფლებიდან 10 წელზე მეტია. აკეთებს ბიზნესს, ეს მისი არჩევანია - რატომ აიღო პასპორტი". - ამბობს პრემიერი