ღარიბაშვილი შტატებიდან ამერიკის განსაკუთრებული სიყვარულით დაბრუნდა
ირაკლი ღარიბაშვილი შტატებიდან ამერიკის განსაკუთრებული სიყვარულით დაბრუნდა
ქვეყნის პრემიერის თქმით, ამერიკაზე აუგი არასდროს უთქვამს და უხარია, რომ მისმა შვილმა არჩევანი სწორედ ამ ქვეყანაზე გააკეთა.
მე არასოდეს რამე აუგი არ მითქვამს ამერიკის შესახებ, მე ძალიან მიყვარს ამერიკა, სანამ პოლიტიკოსი გავხდებოდი, ბევრს ვმოგზაურობდი, პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკელ ხალხს, ამერიკის განათლების სისტემა არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, მე არ მინდოდა პირად საკითხებზე საუბარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ჩემმა შვილმა არჩევანი გააკეთა და მიიღო მოწვევა ერთერთი პირველი საუკეთესო ბიზნესსკოლიდან, ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ამერიკაში სწავლა-განათლება არის ცუდი და არ უნდა გააგრძელონ ჩვენმა შვილებმა". - ამბობს პრემიერი.