რა დათქმებით მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს - "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რა დათქმებით მიიღებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსს - "რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი "პირველებთან" ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბრამდე მიიღოს.
31 ოქტომბერი ამჟამინდელი თარიღია, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, ანგარიშის თარიღმა გადმოიწიოს და ოქტომბრის პირველ ორ კვირაში წარმოადგინონ. რაც შეეხება საქართევლოს, მოიხედავად ყველაფრისა თქვენ მაინც მიიღებთ დადებით შეფასებას და საბოლოოდ მოგანიჭებენ კანდიდატის სტატუსს მკაცრი დათქმებით, რათა მომავალში გაიხსნას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. არ გამოვრიცხავ, რომ იყო დათქმები საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც. რადგან, ევროკავშირში ბევრი ქვეყანა იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ საქართველო ევროკავშირის სანქციებს რუსეთთან მიმართებაში არ უერთდება. ეს შესაძლოა კიდევე რთი პირობა იყოს"- ამბობს ჟურნალისტი.
იმ შემთხვევაში თუ ოქტომბერში საქართველო მიიღებს მიიღებს დადებით შეფასებას ევროკომისიისგან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს დათქმული რეფორმების გატარება და 12 რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება არ მოუწევს.
რიჩარდ იოზვიაკი "პირველებს" ეუბნება რომ ევროკავშირი ახლა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა დათქმა კიდევ უფრო მეტი ვალდებულებების შესრულება იქნება.
ჟურნალისტის თქმით, პოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, სასამართლო სისტემა ეს ტოპ სამი საკითხი ქვეყნისთვის ახლა მთავარი გამოწვევებია.
ეს პირობები 100 პრიცენტით შესრულებული რომც არ იყოს, ისინი ძალაში მაინც დარჩება შესასრულებლად, რათა ევროკავშირის გზაზე უფრო შორს წახვიდეთ. ანუ პირობები არსად გაქრება. იმპიჩმენტი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, ანგარიშში ნახსენები აუცილებლად იქნება. ბრიუსელი იმედოვნებს რომ იმპიჩმენტის პროცესი ამ ანგარიშამდე გაუქმდება, მაგრამ მიუხედავად ამისა , ანგარიში იქნება ძალიან კრიტიკული. ბრიუსელი ყველაზე მეტად მიდგომით არის შეშფოთებული. ჩანს, რომ საქართელოს მთავრობა საგარეო კრიტიკას , რომ უფრო მეტია გასაკეთებელი არ იღებს. ეს გავს ერთმანეთზე გადაბრალების თამაშსს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერი ამბობენ, რომ ყველაფერი გაკეთებულია და გასაკეთებელი აღარაფერი გაქვთ. საქრატველოს მთავრობა კრიტიკას არ საერთოდ არ იღებს"- დასძინა მან.