დირექტორად როცა მივედი ეს ფილმი უკვე დაფინანსებული იყო - გაგა ჩხეიძე კულტურის სამინისტროს ბრალდებებს პასუხობს

28.09.23 16:23
დირექტორად როცა მივედი ეს ფილმი უკვე  დაფინანსებული იყო - გაგა ჩხეიძე კულტურის სამინისტროს ბრალდებებს პასუხობს

დიდი სკანდალი ფილმის "იარე ლიზა"-ს გარშემო არ ცხრება - მას შემდეგ, რაც ლია ტოკლიკიშვილის სცენარით გადაღებული ფილმს უკმაყოფილება მოჰყვა, კულტურის სამინისტრომ ისრები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასკენ გადაიტანა

წულუკიანი ფილმზე, რომლის შინაარსიც რამდენიმე დღეა დაპირისპირების მიზეზი ხდება, პასუხისმგებლობა სრულად იხსნის. 

 

"პირველები" კინოცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს გაგა ჩხეიძეს ესაუბრა. მისი თქმით, 2019 წელს, როდესაც მან კინოცენტრი ჩაიბარა, ფილმს დაფინანსება უკვე მიღებული ჰქონდა და კომისიამაც დადებითი რეკომენდაცია გასცა. 

შესაბამისად ჩხეიძე ამბობს, რომ "იარე ლიზა"  მისი გადაწყვეტილებით არ დაფინანსებულა. 

2019 წლის მაისში, როცა კონოცენტრტრის დირექტორად ამირჩიეს, ეს პროექტი დაფინანსებული დამხვდა. 21 პროექტი იყო შემოსული კონკურსში და აქიდან 4 დაფინანსდა. ნანა ჯანელიძის პროექტმა მიიღო უმაღლესი შეფასება და მას ჰქონდა დაახლოებით 600 000 ლარი მოთხოვნილი.

პირველ ადგილზე გასულ პროექტს თანხა გაუნახევრეს ფაქტობრივად და მისცეს მხოლოდ 300 000. ვიცოდით, რომ ვერცერთი ვერ ასრულებდა პროექტს, შეუძლებელი იყო ამ თანხით ფილმის გადაღება და ისინი ვერ შოულობდნენ ამ თანხას და ჩვენ დავუმატეთ რა თქმა უნდა ის, რაც დააკლო კინოცენტრმა.

კინოცენტრში შემოვიდა მიზნობრივად დამატებული თანხა ამ პროექტზე, კონკრეტულად ამ პროექტის დასაფინანსებლად ეს იყო მილიონ ორასი ათასი ლარი. მე მქონდა საუბარი, მიშა ჩხენკელი იყო მაშინ მინისტრი და მან მითხრა, რომ ჩვენ ამას გიმატებთ სახელმწიფოს ფონდიდან და ეს არის მიზნობრივი დაფინანსება. ეს იყო ტყუილი, რაც გაჟღერდა პარლამენტში, რომ თითქოს სხვა პროექტებს დააკლდა ეს თანხა, პირიქით ეს იყო სპეციალურად ამ პროექტისთვის გათვალისწინებული", - ამბობს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, გაგა ჩხეიძე.

მსგავსი სიახლეები