საკუთარი მეორე სამშობლოს, თუ პირველი სამშობლოს, როგორც უნდა ისე გადაალაგოს, დარწმუნება ვერ შეძლო - ღარიბაშვილი პრეზიდენტზე
პრემიერი VS პრეზიდენტი - ირაკლი ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილს ურჩია, გაერკვეს რომელია "მისი პირველი სამშობლო".
ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილს "სტატუსის მისაღებად არაფერი გაუკეთებია", მეტიც მთავრობის მეთაურის მტკიცებით, პრეზიდენტმა საფრანგეთის დარწმუნებაც კი ვერ შეძლო:
ქალბატონი სალომე რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს, საფრანგეთს წარმოადგენს და წარმოადგენდა, ასე დავაკონკრეტებ, ასე ვიტყოდი, უფრო კორექტული იქნება ამის თქმა, საფრანგეთის დარწმუნებაც ვერ შეძლო მან შარშან. გახსოვთ, რომ ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ დასვა კითხვა გეოგრაფიის ჭრილში, იყო საფრანგეთის პრეზიდენტი. მანამდე გაგზავნილი მყავდა ქალბატონი სალომე და ამის შემდეგ მოხდა ძალიან სკეპტიკური განცხადების გაკეთება. ადამიანმა საკუთარი მეორე სამშობლოს, თუ პირველი სამშობლოს, როგორც უნდა ისე დაალაგოს, დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ გეოგრაფია აქ აბსოლუტურად უადგილოა, ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრი", - აცხადებს ღარიბაშვილი.