პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება დადო - მეზვრიშვილი ღარიბაშვილზე

28.09.23 15:52
პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება დადო - მეზვრიშვილი ღარიბაშვილზე

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს გაკეთებული განცხადებების შემდეგ "შეგნებულ" კორუფციონერს უწოდებს.

მეზვრიშვილის თქმით, ქვეყნის პრემიერმა პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება დადო.

ყველაზე „შეგნებული“ კორუფციონერი Irakli Garibashvili ერთხელ კორუფციისთვის გადადგა, მერე გადმოდგა, ბოლომდე ფული აკეთა - ტყეები ჩამოარიგა, ჩარტერებით იფრინა, ახლა ჩამოდგა და პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება დადო.

დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა რომ გვქოდნეს, ამ კომენტარის შემდეგ დააკავებდნენ. 

მაგრამ გამოძიებაც კი არ დაწყებულა". - წერს მეზვირშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალური აღიარება. საქართველოს პრემიერმა დიდი ხნის წინ იცოდა, რომ ოთარ ფარცხალაძე რუსეთში ბიზნესების მფლობელია. ამ ერთი განცხადებით მან პრაქტიკულად ჩამოანგრია იუსტიციის სამინისტროს თავის მართლების კამპანია.

საქართველოს პრემიერმა ასევე "ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიან გამოძიებაზე თქვა, რომ სამთავრობო ჩარტერის ფული მისმა ოჯახმა გადაიხადა.

მსგავსი სიახლეები