არ გვესაუბრებოდა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს პრემიერი, გვესაუბრებოდა რუსეთის ლაქია - ნაცვლიშვილი

28.09.23 16:17
არ გვესაუბრებოდა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს პრემიერი, გვესაუბრებოდა რუსეთის ლაქია - ნაცვლიშვილი

„ჩვენ არ გვესაუბრებოდა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი, ჩვენ გვესაუბრებოდა რუსეთის ლაქია,“ - ეს განცხადება „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „დღის ამბებში“ პრემიერის განცხადებების შეფასებისას გააკეთა.

ანა ნაცვლიშვილი პრემიერის იმ განცხადებას აღიქვამს ტრაგიკულად, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება მისთვის მისასალმებელია, როცა ფრენების აღდგენაზე შეთანხმდნენ საქართველო და რუსეთის ხელისუფლებები.

ჩვენ არ გვესაუბრებოდა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი, ჩვენ გვესაუბრებოდა რუსეთის ლაქია, რომელმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ მიესალმება რუსეთის გადაწყვეტილებას. ეს არის პრობლემა, რომ საქართველო, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია, საქართველო, რომლის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და წინსვლას გამუდმებით რუსეთი ძირს უთხრის და ჰიბრიდული ომის პირობებში ვართ გამუდმებით რუსეთის მხრიდან და რუსეთი, რომლის საერთაშორისო იზოლაციას ცდილობს მთელი ცივილიზებული სამყარო და ამისთვის ბევრი მექანიზმის გამოყენება ხდება და ბევრი ფასის გადახდა იმისთვის, რომ მისი იზოლაცია, მათ შორის ეკონომიკური, რომ შეაჩეროს ბავშვების და უდანაშაულო ადამიანების კვლა, ამ რუსეთის გადაწყვეტილებას მიესალმა ასე აღტკინებული პრემიერად დანიშნული ადამიანი და აღასრულებს სხვაგან მიღებულ გადაწყვეტილებებს.
გამეცინებოდა, არ ვყოფილვარ გაჭირვებული და ა.შ. მაგრამ არ გვაქვს სასაცილოდ საქმე, ტრაგიკულად გვაქვს საქმე, მძიმედ გვაქვს საქმე, რუსეთის წარმომადგენელი ახმოვანებს მის პოზიციებს,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები