პრემიერი თითის ქნევით აღარ ითხოვს ფარცხალაძეზე მტკიცებულებებს, აჩვენებდნენ ამ მტკიცებულებებს - ნაცვლიშვილი

28.09.23 16:25
პრემიერი თითის ქნევით აღარ ითხოვს ფარცხალაძეზე მტკიცებულებებს, აჩვენებდნენ ამ მტკიცებულებებს - ნაცვლიშვილი

„პრემიერი იძახის, რომ ვერ გავიგეო, მაგრამ თითის ქნევით აღარ ითხოვს მტკიცებულებებს, აჩვენებდნენ ამ მტკიცებულებებს,“ - ეს განცხადება „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა. 

ნაცვლიშვილი პრემიერის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა ფარცხალაძე ბიზნესმენად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მისი სანქცირება გაუგებარია.

იძახის, რომ ვერ გავიგეო, მაგრამ თითის ქნევით აღარ ითხოვს მტკიცებულებებს, იმიტომ, რომ ეს მტკიცებულებები ნანახი ექნება, აჩვენებდნენ ამ მტკიცებულებებს და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ფარცხალაძე მარტო არ მოქმედებს და ძალიან სერიოზულ ქსელთან გვაქვს საქმე,“ - ამბობს ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებისა და მთავრობის წევრების მხრიდან ფარცხალაძის დაცვა როგორც ჩანს საკმარისი არ იყო და ახლა პრემიერიც მას გადაეფარა. 

გახსოვთ, რომ 24-საათიანი შოკის შემდეგ რამდენიმე საათი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, როცა შეტევაზე გადავიდა და თითის ქნევით დაიწყეს ლაპარაკი, რომ აშშ-მა წარმოგვიდგინოს ფარცხალაძის აგენტობის დამადასტურებელი დოკუმენტებიო და მერე გაჩუმდნენ, როგორც ჩანს ყველაფერი ძალიან კარგად, ცხვირწინ დაულაგეს, რიტორიკა აბსოლუტურად შეცვლილია,“ - ამბობს ფარცხალაძე.
 

მსგავსი სიახლეები