ღარიბაშვილი და კახელების კლანი კორუფციის სიმბოლოა - საბა ბუაძე

28.09.23 17:38
ღარიბაშვილი და კახელების კლანი კორუფციის სიმბოლოა - საბა ბუაძე

"ღარიბაშვილი და კახელების კლანი კორუფციის სიმბოლოა" - ასე ეხმაურება პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პირველ კომენტარს სამთავრობო ჩარტერზე, სადაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ "შეძლებული ოჯახი ჰყავს". 

საბა ბუაძის თქმით,  ღარიბაშვილსაც და მის მამასაც ბევრი რამ აქვთ დასამალი.

ირაკლი ღარიბაშვილი და კახელების კლანი საქართველოში უკვე დიდი ხანია, რაც გადაიქცნენ კორუფციის სიმბოლოდ. მისი მამა წლების განმავლობაში იყო სოფლის რწმუნებული და ქონების დაგროვება მის მიერ მოხდა, ღარიბაშვილის პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ძირითადი ღარიბაშვილის მამას აქვს შეძენილი 2014 წლის მერე, ასევე ძირითადი მსხვილმოცულობიანი ტრანზაქციები მას განხორციელებული აქვს ბოლო წლებში, როდესაც წელს მხოლოდ 200 000 ლარად იყიდა ერთი კომპანიის წილი, შარშან საკუთარ შვილს 150 000 ლარი აჩუქა. ღარიბაშვილსაც და მის მამასაც ბევრი აქვთ დასამალი, შესაბამისად ბურუსით არის მოცული, ის რეალური ქონება, რომელსაც ეს ხალხი ფლობს", - ამბობს პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე.

დღეს ღარიბაშვილი პენსიონერი მამის ქონებით ამაყობდა. ამტკიცებდა, რომ ტარიელ ღარიბაშვილმა საკუთარ შვილს სამთავრობო ბორტი განზრახ დაუქირავა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილი სანიმუშო მაგალითია, როგორ შეიძლება მთავრობის მეთაური კორუფციის მორევში ჩაიძიროს. ყველაფერი კი მათივე შეფასებით, კახური კლანის მოძლიერებით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები