როდესაც ღარიბაშვილი თანხმობას არ აძლევს პრეზიდენტს, ამით „ოცნება“ აწყობს ევროინტეგრაციის საბოტაჟს - დაუშვილი

28.09.23 17:13
როდესაც ღარიბაშვილი თანხმობას არ აძლევს პრეზიდენტს, ამით „ოცნება“ აწყობს ევროინტეგრაციის საბოტაჟს - დაუშვილი

"როდესაც ღარიბაშვილი თანხმობას არ აძლევს პრეზიდენტს ვიზიტების განხორციელებაზე, ამით თვითონ „ოცნება“ აწყობს ევროინტეგრაციის საბოტაჟს," -ასე აფასებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას. ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღების საბოტაჟირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მის მიმართ ნდობა აღარ აქვს.

როგორც მიხეილ დაუშვილი ამბობს, საბოტაჟს არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერი ახდენს, როდესაც უკრძალავს ზურაბიშვილს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს. 

როდესაც საქართველოს პრეზიდენტს აქვს ყველა რესურსი, თან ეს არის მისი პირადი რესურსი, რომ შეხვედრები გამართოს ევროპელ ლიდერებთან, თან ისეთ ლიდერებთან, როგორებიც არიან მაკრონი, შტაინმაიერი და კიდევ ბევრი სხვა, როგორ შეიძლება ამ შეხვედრებს ხელს ვინმე უშლიდეს, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. შესაბამისად, როდესაც ღარიბაშვილი თანხმობას არ აძლევს პრეზიდენტს ვიზიტების განხორციელებაზე, ამით თვითონ „ოცნება“ აწყობს ევროინტეგრაციის საბოტაჟს,“ - ამბობს დაუშვილი.

მსგავსი სიახლეები