ჩამოიყვანეთ პრეზიდენტი, გაარკვიეთ ერთმანეთში, რაში არ ენდობით - პაატა მანჯგალაძე
"ჩამოიყვანეთ პრეზიდენტი, გაარკვიეთ ერთმანეთში, რაში არ ენდობით," - ამ სიტყვებით მიმართა "ქართულ ოცნებასა" და ხელისუფლებას "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძე ამბობს, რომ პრემიერის განცხადებების გამო პარტნიორები საქართველოს აღარ იწვევენ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. რაც შეეხება, პრემიერისა და პრეზიდენტის დაპირისპირებას, როგორც მანჯგალაძე ამბობს, პრეტენზიები მხარეებმა სჯობს, რომ ერთმანეთთან გაარკვიონ.
ბოლოდროინდელ ვიზიტებს თუ გადავხედავთ, ღარიბაშვილი, როგორც რუსი ტროლ-ბოტი, ისე საუბრობდა პარტნიორებთან. ამის გამო NATO-ს სამიტზე საერთოდ არ მიიწვიეს, მერე თქვა, რომ არ წავედიო. აბსურდში ვართ, თავის არჩეულ პრეზიდენტს ლამის სამშობლოს ღალატს აბრალებენ და მე, რომელსაც არ ამირჩევია პრეზიდენტი, ახლა უნდა გადავეფარო და ჩამოიყვანეთ პრეზიდენტი, გაარკვიეთ ერთმანეთში, რაში არ ენდობით,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.