დღეს უკრაინა უფრო ახლოსაა ნატოს წევრობასთან, ვიდრე ოდესმე - სტოლტენბერგი

28.09.23 17:19
დღეს უკრაინა უფრო ახლოსაა ნატოს წევრობასთან, ვიდრე ოდესმე - სტოლტენბერგი

"ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინა იბრუნებს, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს - ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევშია და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინის ჯარები თანდათან წინ მიიწევენ.

„უკრაინის ჯარები იბრძვიან, მაგრამ თანდათან წინ მიიწევენ. ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინული ჯარები აბრუნებენ, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს... მოსკოვი იმპერიალისტური ილუზიებისთვის იბრძვის“, - თქვა სტოლტენბერგმა. 

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ნატოს წევრობასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

"დღეს უკრაინა უფრო ახლოსაა ალიანსის წევრობასთან, ვიდრე ოდესმე . ვილნიუსის სამიტის შემდეგ, ივლისში, ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანდებოდა და სამი ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რომ ეს რეალობა ყოფილიყო", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, დღეს კიევში ჩავიდნენ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი.

 

მსგავსი სიახლეები