ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა ღარიბაშვილი პრემიერად და რუსი ჯაშუშების „გულაობა“ საქართველოში - მანჯგალაძე

28.09.23 17:25
ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა ღარიბაშვილი პრემიერად და რუსი ჯაშუშების „გულაობა“ საქართველოში - მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე სტატუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა ღარიბაშვილი პრემიერად და "რუსი ჯაშუშების „გულაობა“ საქართველოში".

მანჯგალაძის შეფასებით, პარტნიორებს, რომლებმაც დახმარება უნდა გაუწიონ ქვეყანას კეთილდღეობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ულტიმატუმებით არ ელაპარაკებიან.

„შეურაცხყოფა ქართველი ხალხის არის ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად, „ქართული ოცნება“ - ხელისუფლებაში და რუსი ჯაშუშების „გულაობა“ საქართველოში.

ნეგატიურ კონტექსტში იხსენიებენ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტორები არიან და პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩენენ ჯაშუშ ფარცხალაძის მსგავს ადამიანებს. ამის გაგრძელებაა ძველ დროში ხაინდრავა, ახლა ფარცხალაძე და უამრავი გაშიფრული ჯაშუში „გულაობს“ საქართველოში”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები