კორუფციული პირამიდა ივანიშვილმა შექმნა, ყველა გასვრილია - ირაკლი ნადირაძე

28.09.23 17:37
კორუფციული პირამიდა ივანიშვილმა შექმნა, ყველა გასვრილია - ირაკლი ნადირაძე

"კორუფციული პირამიდა ივანიშვილმა შექმნა, ყველა გასვრილია" - ამ კომენტარით გამოეხმაურა ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ღარიბაშვილის პირველ კომენტარს სამთავრობო ჩარტერზე, სადაც პრემიერმა თქვა, რომ შეძლებული ოჯახი ჰყავს.

ირაკლი ნადირაძის თქმით, არ დარჩა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც კორუფციაში არ არის ჩართული. ნადირაძე ამბობს, რომ მოპარული ფული, აკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს, ხოლო სახელმწიფო აპარატი მონაწილეობს ამაში. ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ივანიშვილს აწყობდა რუსული კორუფციული ავტოკრატიული რეჟიმი, რომ მას ის ადვილად ემართა.

ფაქტია, რომ რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა შექმნა ეს კორუფციული პირამიდა, კორუფციული სისტემა, სადაც ყველა არის უბრალოდ გასვრილი, არ დარჩენილა არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, სადაც არ ყვავის კორუფცია და მაშინ, როდესაც პრემიერ მინისტრი გქვია და სახელმწიფო თვითმფრინავს პირადი მიზნებისთვის იყენებ, ხან შვილის წასაყვანად და ხან შოპინგისთვის, მაშინ როდესაც საკუთარ ცოლს ტყეს ჩაუქნი, მაშინ როდესაც საკუთარ ახლობლებს ნათესავებს აძლევ ტენდერებს, ეს არის მაგალითი იმისთვის, რომ ყველამ ამ ქვეყანაში თანამდებობის პირებმა მოიპაროს და ეს არის ის ფული, რომელიც აკლდება სახელმწიფო ბიუჯეტს, სახელმწიფო აპარატი არის გასვრილი და აი ამ გასვრაში მონაწილეობა მიიღო რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა იმიტომ, რომ მას აწყობდა რუსული კორუფციული ავტოკრატიული რეჟიმი ადვილად სამართავად", - ამბობს ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე.

დღეს ღარიბაშვილი პენსიონერი მამის ქონებით ამაყობდა. ამტკიცებდა, რომ ტარიელ ღარიბაშვილმა საკუთარ შვილს სამთავრობო ბორტი განზრახ დაუქირავა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილი სანიმუშო მაგალითია, როგორ შეიძლება მთავრობის მეთაური კორუფციის მორევში ჩაიძიროს. ყველაფერი კი მათივე შეფასებით, კახური კლანის მოძლიერებით დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები