თეთრი ფურცლების საქმე - შოთა თუთბერიძე დააჯარიმეს

28.09.23 18:08
თეთრი ფურცლების საქმე - შოთა თუთბერიძე დააჯარიმეს

თეთრი ფურცლების საქმე - შოთა თუთბერიძე დააჯარიმეს.

ადვოკატს მოსამართლემ 173 მუხლი გაუუქმა არარსებული მტკიცებულებების გამო და 500 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოუწერა.

სასამართლო პროცესს შოთა თუთბერიძე არ ესწრებოდა. 

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი ძლიერად შეზღუდული ძირითადი უფლება. ის, რომს აქართველო არ სცემს პატივს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, ის, რომ მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, რა სახელი და გვარები აქვთ მათ, ისინი არიან ძალიან უსუსური და ბინძური ინსტრუმენტები ქართული პოლიტიკური კონიუქტურის დღის წესრიგის შესასრულებლად". - ამბობს თუთბერიძე. 

თუთბერიძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა ზედა ინსტანციაში გაასაჩვრებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საბა ბრაჭველი, ედუარდ მარიკაშვილი, ნიკა რომანაძე და გრიგოლ ფრანგიშვილი მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ერთ მუხლში გაამართლა და მათ 500-ლარიანი ჯარიმები დააკისრა. ხოლო იმავე დღეს დაკავებული ნოდარ სიხარულიძე მან ორივე მუხლში გაამტყუნა და 2 000 ლარით დააჯარიმა.

ცნობისთვის, 2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ მიტანილი ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. 

 

მსგავსი სიახლეები