ღარიბაშვილის ჩარტერის და სტუდენტების შეჩერებული სტატუსის გაპროტესტებისთვის ნარმანია 2000 ლარით დააჯარიმეს
ღარიბაშვილის ჩარტერის და სტუდენტების შეჩერებული სტატუსის გაპროტესტებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იგორ ნარმანია საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
საქმე ეხება 11 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციას.