ღარიბაშვილის სკანდალური აღიარება, დარღვეული დუმილი და მოსკოვიდან წამოწეული დიდი მხილება

28.09.23 20:06
ღარიბაშვილის სკანდალური აღიარება, დარღვეული დუმილი და მოსკოვიდან წამოწეული დიდი მხილება

 

ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალური აღიარება. საქართველოს პრემიერმა დიდი ხნის წინ იცოდა, რომ ოთარ ფარცხალაძე რუსეთში ბიზნესების მფლობელია. ამ ერთი განცხადებით მან პრაქტიკულად ჩამოანგრია იუსტიციის სამინისტროს თავის მართლების კამპანია და გააჩინა კითხვა, თუ აგენტად გამოცხადებული ფარცხალაძის რუსეთში ბიზნესსაქმიანობის შესახებ იცოდნენ, რატომ არ ჩამოართვეს მას საქართველოს მოქალაქეობა ამდენი წელი. ამ კითხვას პასუხი ღარიბაშვილმა ამავე კომენტარში გასცა, როდესაც ბოლომდე გადაეფარა რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუშს.

აღიარების გარდა იყო მოულოდნელი გარდასახვაც. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ  პრემიერმა დუმილი შეცვლილი რიტორიკით დაარღვია. შტატებიდან ამერიკაზე შეყვარებული დაბრუნდა და პარტნიორ ქვეყანას აღარ ლანძღავდა. ამერიკის მიმართ  შეცვლილი პოზიციის ფონზე კი ღარიბაშვილს დიდი მხილება მოსკოვიდან წამოეწია. სერგეი ლავროვმა  საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის ფარულ თანამშრომლობაზე ღიად ილაპარაკა.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები