მხვდება რუსეთის მოქალაქე, რომელმაც შეიძლება მჟავა შემასხას ან თავში ჩამარტყას, როგორ დავიცვა თავი? - დეკანოიძე შსს-ს
"მხვდება ადამიანი, რომელმაც შეიძლება მჟავა შემასხას ან თავში ჩამარტყას რამე. ეს ადამიანი არის რუსეთის მოქალაქე," - ამ სიტყვებით მიმართავს დეპუტატი ხატია დეკანოიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი თვის წინ მასზე ადევნების გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, კვლავ საქართველოში დაბრუნდა და დახვდა.
დეკანოიძის თქმით, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და სვამს საგამოძიებო უწყების მიმართ კითხვას, როგორ შემოვიდა კვლავ დაუბრკოლებლად ქვეყანაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
მე დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით, არ მყავს დაცვა და ამალა.
ამ დროს, მხვდება ადამიანი, რომელმაც შეიძლება მჟავა შემასხას ან თავში ჩამარტყას რამე. ეს ადამიანი არის რუსეთის მოქალაქე.დაუბრკოლებლად შემოდის ქვეყანაში ისევ (პირველი ინციდენტის შემდეგ) და პარლამენტის შენობაში.
როგორ დავიცვა თავი? - წერს დეკანოიძე.