ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

28.09.23 19:28
ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

 

მკვლელობა ჩოხატაურში - სოფელ გოგოლესუბანში 23 წლის ბიჭი მოკლეს. ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

"პირველების" ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო უწყება ახალგაზრდა ბიჭს ეძებს, რომელიც ციხიდან სამი თვის წინ გამოვიდა. ის პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა მან ვადაზე ადრე დატოვა საპატიმრო.

როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები