უსამშობლო პრეზიდენტი - ღარიბაშვილმა საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს უნდობლობა გამოუცხადა
უსამშობლო პრეზიდენტი - ღარიბაშვილმა საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს უნდობლობა გამოუცხადა. პრემიერი პრეზიდენტს აღარ ენდობა. ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟში ადანაშაულებს. "კაცმა არ იცის ევროპაში რას ილაპარაკებდა" - ამბობს პრემიერი პრეზიდენტზე და ამით ამართლებს მისი ვიზიტების დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილებას. ღარიბაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ "ქართული ოცნება" მიიწერს და პრეზიდენტი არაფერი შუაშია.
ვინ რა გააკეთა ევროკავშირთან დაახლოებისთვის ეს მალე გაირკვევა. 31 ოქტომბერს ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს გამოაქვეყნებს, თუმცა "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა, ეს უფრო ადრე მოხდეს. კანდიდატის სტატუსი იქნება, ოღონდ მკაცრი დათქმებით, მათ შორის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ - ეუბნება "პირველებს" "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი. ამ დროს კი ღარიბაშვილი ევროკავშირს პრაქტიკულად ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკება და ამბობს, რომ უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ეს უსამართლობა და საქართველოს დიდი შეურაცხყოფა იქნება.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.