"საწვავის ფასის მატება პროდუქტს გააძვირებს" - რა ბედია ეწია ღარიბაშვილის დაპირებას

28.09.23 20:45
"საწვავის ფასის მატება პროდუქტს გააძვირებს" - რა ბედია ეწია ღარიბაშვილის დაპირებას

 

სად არის დაპირებული გაიაფებული პროდუქტი. ჯერ კიდევ მარტში პრემიერ-მინისტრი ირწმუნებოდა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასები 20-30 პროცენტით დაიკლებდა. გასცა განკარგულებები და თქვა, რომ შესაბამის კანონს პარლამენტში გადააგზავნიდა.

6 თვის შემდეგ "პირველები" დაინტერესდა, რა ბედია ეწია ღარიბაშვილის დაპირებას. ირკვევა, რომ არანაირი კანონი პარლამენტს არ მიუღია. ფასების კლების ნაცვლად კი მაღაზიების დახლებზე ყოველდღიურად მომატებულ ტარიფებს ვხედავთ. კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა დღეს დაგვიანონსა, რომ ოქტომბერში საწვავის ფასი კიდევ მოიმატებს. საწვავის ფასის მატება კი გააძვირებს პროდუქტს და  დიდი ალბათობით მოიმატებს მგზავრობის საფასურიც.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები