სოფელ გუდანთან კლდის მასა ჩამოიშალა - მოძრაობა დროებით აკრძალულია
სოფელ გუდანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 59-ე კმ-ზე, სოფელ გუდანთან, კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.