გიორგი გახარიას გუნდი სოფო მდინარაძემ დატოვა
გიორგი გახარიას გუნდი სოფო მდინარაძემ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მდინარაძემ "პირველებს" დაუდასტურა, თუმცა მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.
სოფო მდინარაძე გიორგი გახარიას პარტიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
მდინარაძე შს მინისტრობის და პრემიერობის დროს გახარიას პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო. ბოლო პერიოდში იყო პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.