პრეზიდენტთან საგანგებოდ გამართული შეხვედრა დასრულდა - რას ამბობენ ორბელიანების სასახლიდან გამოსული დეპუტატები

28.09.23 21:11
პრეზიდენტთან საგანგებოდ გამართული შეხვედრა დასრულდა - რას ამბობენ ორბელიანების სასახლიდან გამოსული დეპუტატები

ქვეყნის ევროინტეგრაცია, პირველადი შეფასების მოლოდინში მყოფი ქვეყანა და ჯაშუშობაში მხილებული ფარცხალაძის დასანქცირება - ევროპელ ლიდერებთან შეხვედრიდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და რამდენიმე დეპუტატმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც "ლელოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ბევრ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ფარცხალაძის სანქცირებაზე. როგორც სამადაშვილი ამბობს, სალომე ზურაბიშვილი თავად გააკეთებს განცხადებას და საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის. თუმცა, ლელოს დეპუტატი ამბობს, რომ ფარცხალაძეს მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას. 

უმძიმესი მდგომარეობაა ქვეყანაში. მოხდა უპრეცედენტო რამ, დასანქცირდა ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი ჯაშუშობისთვის და რუსულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საბოტაჟი გამოუცხადოს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, არამედ დასავლეთის სანქციების რეჟიმს.
ამ გამოწვევების ფონზე, როცა ოცნებამ, ერთი მხრივ, საბოტაჟის გზით, საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ევროპულ მომავალს, მეორე მხრივ, დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ გადაეფაროს ფარად ფარცხალაძეს, რომელიც არის დასანქცირებული ჯაშუშობისთვის, ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, ცხადია, რომ პრეზიდენტთან გვქონდა საუბარი ყველა ამ გამოწვევაზე.
პრეზიდენტი თავად განმარტავს და თავად ისაუბრებს. ჩემი პოზიცია ცნობილია, რომ ფარცხალაძეს, რომელიც არის დამნაშავე ჯაშუშობაში და რომლის დასაცავადაც სახელმწიფო გააუქმა მის დასაცავად, მას მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას,“ - ამბობს სამადაშვილი.

 

როგორც პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, იმპიჩმენტის საკითხსაც შეეხნენ შეხვედრის დროს, თუმცა საუბრის მთავარი საკითხი ეს არ ყოფილა. 

ძირითადად კლავ ევროინტეგრაციის პროცესი, რაშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. მიმდინარე პროცესები, უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ევროინტეგრაციის პროცესი. ყველაფერს შევეხეთ, მაგრამ იმპიჩმენტის გამო რომ გვთხოვა შეხვედრა ასე არ იყო,“ - განაცხადა ბუჩუკურმა.

 

 

მსგავსი სიახლეები