გულახდილი საუბარი იყო, ყველაფერზე ვისაუბრეთ - დეკანოიძე პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე

28.09.23 21:32
გულახდილი საუბარი იყო, ყველაფერზე ვისაუბრეთ - დეკანოიძე პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე

ევროინტეგრაცია, სებ-ის რუსული გადაწყვეტილება, ფარცხალაძის მხილება ჯაშუშობაში და მოქალაქეობა, იმპიჩმენტი - ამ თემებზე ისაუბრეს პრეზიდენტთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე.

როგორც შეხვედრის შემდეგ ხატია დეკანოიძემ თქვა, შეხვედრის მონაწილეების მთავარი სათქმელი იყო ის, რომ სებ-ის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თურნავა გადადგეს. საუბრის თემა იყო ასევე მიხეილ სააკაშვილი. საუბრის თემა არ ყოფილა პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელი სკანდალური განცხადებები. 

ძალიან გულახდილი საუბარი იყო, ყველაფერზე ვისაუბრეთ, პრობლემებზე მეტი რა არის, კოლაბორაციონისტი ხელისუფლებაა ქვეყანაში და ლავროვმა ამას წერტილი დაუსვა.
ის დაბრუნდა ვიზიტებიდან და როგორი იყო მისი შთაბეჭდილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და მას აქვს მეტ-ნაკლებად პოზიტიური მოლოდინი, რომ არა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება იმსახურებს, არამედ ხალხი და გეოპოლიტიკური მიზნებისგან გამომდინარე პირველ რიგში, არის პოზიტიური გზავნილი, თუმცა ვფიქრობ, რომ ლავროვმა ამხილა, რომ ერთად გამოუთხრის ძირს ევროპულ მომავალს.
ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხი იყო განხილვის თემა, ჩვენი არგუმენტები ვუთხარით, ის უახლეს პერიოდში ვფიქრობ, რომ გააკეთებს საჯარო განცხადებას. 
ეროვნული ბანკის თემა იყო განხილვა ძალიან სერიოზული. იმ პოზიციაზე ვართ, რომ ეროვნული ბანკის რუსული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თურნავა უნდა გადადგეს," - ამბობს დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები