Game of Thrones-ში თეთრი ზომბები მოდიან, ყველა გამონახავს საერთო ენას, მელიაც ერთ-ერთი მებრძოლია - უგულავა
"Game of Thrones ხომ ყველას გვახსოვს, როდესაც თეთრი ზომბები მოდიან, ადამიანები, რომლებიც მამასისხლად დაპირისპირებულები არიან, ყველა გამონახავს საერთო ენას," - ეს განცხადება გიგი უგულავამ "რეაქციაში" გააკეთა. დაიშლება თუ არა ენმ ორ ნაწილად, ამ კითხვაზე პასუხად გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ახლა მთავარია ოლიგარქიულ რუსულ რეჟიმს ოპოზიცია ერთობლივად ებრძოლოს.
გიგი უგულავა ნიკა მელიას წყენის გვერდზე გადადებისკენ მოუწოდებს. უგულავას შეფასებით, თუ ნიკა მელია ენმ-დან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ ნაბიჯს ის მელიას შეცდომად ჩაუთვლის და არა ღალატად.
Game of Thrones ხომ ყველას გვახსოვს, როდესაც თეთრი ზომბები მოდიან, ადამიანები, რომლებიც მამასისხლად დაპირისპირებულები არიან, ყველა გამონახავს საერთო ენას, იმიტომ, რომ ზომბებთან აქვთ საქმე და ზომბებთან ომში ერთიანდებიან. ასევე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ზომბებთან მებრძოლებს ებრძვიან. უნდა გვესმოდეს, რომ ზომბებთან საბრძოლველად მივდივართ და ნიკაც ერთ-ერთი მებრძოლია, უნდა გვესმოდეს, რომ თუ მივდივართ ზომბებთან საბრძოლველად, ადამიანების მიმართ ყველანაირი წყენა გვერდზე უნდა გადადო," - ამბობს უგულავა.
უგულავას თქმით, ნიკა მელიას გადაწყვეტილებას რაციონალური ახსნა არ აქვს. რაც შეეხება სავარაუდოდ ახალი პარტიის შექმნას, უგულავა ამბობს, რომ დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში ახალი პარტიების დრო არ არის.
არსებობს ემოციური ფონი, რომელიც ხშირად უფრო მნიშვნელოვანია. როცა ჩვენ ვებრძვით რუსეთის მორიელებს, რუსეთის დროშაღა აკლიათ ამ ქვეყანას, ახალი პარტიების სივცე ჩემი აზრით, არ არის," - ამბობს უგულავა.