ყველა ერთად უნდა დავდგეთ - უგულავა

28.09.23 21:40
ყველა ერთად უნდა დავდგეთ - უგულავა

"ყველა ერთად უნდა დავდგეთ" - ეს განცხადება გიგი უგულავამ "რეაქციაში" გააკეთა. დაიშლება თუ არა ენმ ორ ნაწილად, ამ კითხვაზე პასუხად გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ახლა მთავარია ოლიგარქიულ რუსულ რეჟიმს ოპოზიცია ერთობლივად ებრძოლოს.

როგორც უგულავა ამბობს, ახლა ენმ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტია, რომელსაც ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი მხარს უჭერს.

აქეთ არის ივანიშვილი და ქართული ოცნება - რაშისტული ოცნება, აქეთ არის ქართული ოპოზიცია და ამ ოპოზიციაში ენმ და მიხეილ სააკაშვილი საკვანძო ფიგურაა, ოპოზიციური ამომრჩევლის ნახევარი ენმ-ის ამომრჩეველია. ენმ-ის ამომრჩეველი ელის, რომ დაგვინახოს ჩვენ ყველა ერთად, სააკაშვილთან ერთად და შევქმნათ ამ ერთობის სურათი, რომ ერთად ხართ, მაგრად ხართ, მიაწექით ამათი დედა. ზუსტად იგივე სურათზე ქოცმა უნდა დაინახოს, რომ ესენი კიდევ ერთად არიან, ესენი კიდევ ცოცხლები არიან, ესენი კიდევ მიშა - ამათი დედა. ამის ქვევით როგორ დავლაგდებით, რომ ამომრჩეველმა, რომელიც მოწადინებულია ბრძოლისთვის, დაინახოს იგივე შემართება შენს თვალებში და ერთმანეთს უკან მიდევნებული ლამპარივით ან მყეფარე ძაღლივით ერთმანეთს კი არ ვკბენთ, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებები არსებობდეს პარტიის შიგნით. 
ენმ აღარ არის მარტო პარტია, ეს არის პოლიტიკური მსოფლმხედველობა, რომელმაც შემოკრიბა უზარმაზარი მომხრეები და მოახდინა ვარდების რევოლუცია, ამის მთავარი ლიდერი დღეს ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილია.
ამ ამომრჩევლისთვის, რომელიც ოპოზიციურ ამომრჩეველში ყველაზე მეტია, ეს არის ის ხალხი, რომელიც მზად არის იბრძოლოს, როგორც ჩოლოყაშვილი და ჭავჭავაძე, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი იდენტობა და გარდაუვალი მომავალია. თუ დავიქსაქსებით, ასე არ იქნება," - ამბობს უგულავა.

 

მსგავსი სიახლეები