პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს, ამას ბუნებრივად მოჰყვება ივანიშვილის გამოსვლა პოლიტიკაში - უგულავა
პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს - გიგი უგულავა საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. როგორც უგულავა ამბობს, 2024 წლის არჩევნებში მთავარი პოლიტიკური ფიგურები უნდა მონაწილეობდნენ - ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი.
როგორც უგულავა ამბობს, სალომე ზურაბიშვილს აქვს ახლა ბერკეტი, რომ სააკაშვილის შეწყალებით ბიძინა ივანიშვილიც პოლიტიკურ სივრცეში გამოიყვანოს.
სალომე ზურაბიშვილმა უნდა რა ქნას: ა) უზრუნველყოფს რეალური პოლიტიკური აქტორების მონაწილეობა არჩევნებში - აქ ეს გადამწყვეტია. პრეზიდენტის ამოცანა, რომელსაც უნდა რომ იყოს ლიდერი, რომ წინაპრებმა იამაყონ, რეალური პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობა, დუბლების თამაში არ იქნება, მიშა უნდა შეიწყალოს, ეს იქნება მძიმე გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის მწარე აბი, რომელიც უნდა გადაყლაპონ, იმისთვის, რომ არჩევნები არჩევნების მსგავსი იყოს. სააკაშვილის პოლიტიკაში სრულფასოვანი მონაწილეობა - ერთადერთი, რაც ივანიშვილს სოროდან გამოიყვანს და სოროდან გამოყვანა აუცილებელია. რეალური პოლიტიკური ლიდერები ხელოვნურად თამაშგარეთ არიან. ეს არჩევნებს არჩევნებს დაამსგავსებს. დიდ სურათზე, სადაც ბევრი ბატალური სცენაა, მთავარი სცენა ისევ სააკაშვილის და ივანიშვილის დაპირისპირებაა.
ერთი ბაყბაყდევივით აზის ამ ქვეყანას და სისხლს წოვს და რუსეთისკენ მიაქანებს, მეორე ციხეშია. ერთს მოსწონს ურთიერთობა არა ადამიანებთან არამედ ცხოველებთან და ადამიანებით მანიპულირება, მეორე - რომელიც არის სრულფასოვანი პოლიტიკოსი, ჩაგდებულია ციხეში, ფარცხალაძეა ბრალის წამყენებელი და განმსჯელი მურუსიძე და ვერ გავიგე, სააკაშვილისთვის ეს სამართალი სამართალია?
უნდა იმოქმედოს პრეზიდენტმა, მეორე ნაბიჯი ამას ბუნებრივად მოჰყვება ივანიშვილის გამოსვლა, საბოლოოდ, ივანიშვილს სოროდან გამოსვლა მოუწევს. ვისითაც სოროდან შეიძლება გამოიყვანო, არის სააკაშვილის გათავისუფლება. მერე უკვე უცხოეთში ადვოკატირება უნდა გააკეთოს და არჩევნებზე იყოს მთავარი ფოკუსი, მანდილი ჩაუგდია მერე,“ - ამბობს გიგი უგულავა.
როგორც უგულავამ თქვა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში "ქვეყანა გადაიჯეგება".
მოღალატეები არიან ქართულ ოცნებაში, რუსები არიან ქართულ ოცნებაში, ივანიშვილი არის საქართველოს უკანმოუხედავი მტერი, ასეთი საფრთხის წინაშე საქართველო 90-იანების დასაწყისშიც არ ყოფილა. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ თუ მშვიდობა გვინდა, უნდა მზად ვიყოთ ომისთვის. უავტორიტეტოს გადათელავენ, ამიტომ ივანიშვილის ხელში, ღარიბაშვილის - ამ ტაკიმასხარას ხელში, ქვეყანა გადაიჯეგება, იმიტომ, რომ ასეთი უსუსური, არაფრის მაქნისი, გარდა იმისა, რომ ცარიელ ფურცლიანი აქტივისტები დააკავონ, არაფერი შეუძლიათ.