რატომ გაჩნდა ნაციონალური კომიტეტის იდეა და იქნება თუ არა მათ გვერდით ნიკა გვარამია - უგულავას განმარტება

28.09.23 22:09
რატომ გაჩნდა ნაციონალური კომიტეტის იდეა და იქნება თუ არა მათ გვერდით ნიკა გვარამია - უგულავას განმარტება

რატომ გაჩნდა ნაციონალური კომიტეტი ენმ-ში - გიგი უგულავა „რეაქციაში“ ბორდის შექმნის იდეას განმარტავს. როგორც უგულავა ამბობს, პოლიტიკოსებმა საარჩევნოდ გაერთიანება უნდა შეძლონ.

იქნება თუ არა ნაციონალურ კომიტეტში ნიკა გვარამია, მთავარი არხის დამფუძნებელი, ამის დაკონკრეტებისგან გიგი უგულავა თავს იკავებს. 

პოლიტიკურ ცხოვრებაში სააკაშვილი ლეგალურად ვერ მონაწილეობს, თავმჯდომარეც აღარ არის, მიშას და პარტიას ურთიერთობა მწვავედ ვითარდებოდა, მათ შორის, მეც როცა ვიყავი, გიგა იყო, დათო იყო, მერე თაობა შეიცვალა, წინააღმდეგობა იყო იქამდე, რომ შენ თუ აქ არ ხარ, მაცადე. იმ პარტიაში ყველამ იცის, რომ პირველი პირი არის მიხეილ სააკაშვილი.
როცა პირველი ადგილი პარტიაში დაკავებულია, მეორე კაცი - თავმჯდომარე ამ გაგებით უნდა იყოს გამაერთიანებელი და მეტი მოქნილობაა მისთვის საჭირო, იმიტომ, რომ ის განწირულია იმისთვის, რომ ვერ მოიქცეს ისე, როგორც პირველი.
ხომ გახსოვთ, პირველი გაყოფა, მერე აირჩიეს ვაშაძე - უკანა კარიდან გაიქცა. მერე იყო ნიკა.. მერე ამომრჩეველი იკითხავს, რა საჭიროა არჩევნები, თუ ადამიანი მიდის ამის მერე.
ნიკა მელიასთან საუბრები მაქვს. ასეთი ჩხუბი ერთხელ გადატანილი მაქვს. ენმ-ის ამომრჩევლის დაკვეთაა, რომ დალაგდით, დაგინახოთ ყველა ერთად, მიშასთან ერთად.
მიშას არ აქვს მოქალაქეობა, როცა ვსაუბრობ ბორდზე მისი თავმჯდომარეობით, ეს არის პოლიტიკური ორგანო. ენმ ფართო გაგებით არის კოალიცია. დაარქვით თუ გინდათ შტაბი, კომიტეტი იმიტომ ჰქვია, რომ ეს ბოლომდე საარჩევნო არ არის, ნაციონალური იმიტომ, რომ არსებითაც დიდ გემზე ვსაუბრობთ, ნუ დავიყვანთ მიმდინარე კონფლიქტამდე," - ამბობს უგულავა.

მსგავსი სიახლეები