გარე თვალისთვის მელიას პარტია იქნება "ნაციონალური მოძრაობა 2" - უგულავა
„მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამ ყველაფერს უყურებს ასე - ეს კაცი არის ციხეში და თქვენ აქ აწყობთ ბალაგანს. კი არ გაიქცეთ-გამოიქცეთ, გამოვიდეს ციხიდან და ვისაც როგორ გინდათ, მშვიდად, წყნარად წადით,“ - ეს განცხადება გიგი უგულავამ „რეაქციაში“ გააკეთა.
როგორც უგულავა ამბობს, ნიკა მელია საზოგადოების თვალში მაინც ენმ-ის შემადგენელი ნაწილი იქნება.
გარე თვალისთვის მელიას პარტია იქნება, ნაციონალური მოძრაობა 2. მაგრამ კომიტეტი, რომელშიც ენმ როგორც პარტიაც შედის და ასევე ყველა ის სხვადასხვა თაობის ლიდერი, რომელიც ამ პარტიასთან სხვადასხვა ეპოქაშია დაკავშირებული, ეს ნაციონალური მოძრაობა 2 კი არა, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ - ამბობს უგულავა.