ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, როგორც იქნა იპრეზიდენტა - უსუფაშვილი
"როგორც იქნა იპრეზიდენტა" - ეს განცხადება „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას "რეაქციაში" გააკეთა. როგორც უსუფაშვილი განმარტავს, როცა სალომე ზურაბიშვილმა დაინახა, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, მოქმედება დაიწყო.
რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცესის ბოლომდე მიყვანას, როგორც უსუფაშვილი ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაშიც კი არის საკონსულტაციო და პოლიტიკური გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.
სებ-თან მიმართებაში პრეზიდენტმა სერიოზული შეცდომები დაუშვა. ამასობაში, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, რისთვისაც მას იმპიჩმენტს უპირებენ, ამაში პრეზიდენტმა როგორც იქნა იპრეზიდენტა. 3-4 წელი იყო გაურკვეველ მდგომარეობაში, იმ ბილბორდებიდან როგორც იქნა მის ცნობიერებაშიც ჩამოიხსნა ღარიბაშვილი-კობახიძე და ივანიშვილის სახეები და თავის სახე წარმოიდგინა, ამ კრიტიკულ მომენტში მან პრეზიდენტობა დაიწყო. როგორც კი მან პრეზიდენტობა დაიწყო, მაშინვე "ოცნებას" გაუჩნდა მის მიმართ „უნდობლობა“, შენ ხომ მორჩილი უნდა ყოფილიყავი," - ამბობს უსუფაშვილი.