რატომ აპირებდა მარგველაშვილი გადადგომას და ვინ ესწრებოდა შეხვედრას ივანიშვილის რეზიდენციაში - უსუფაშვილი გადადგომის დეტალებზე

28.09.23 22:53
რატომ აპირებდა მარგველაშვილი გადადგომას და ვინ ესწრებოდა შეხვედრას ივანიშვილის რეზიდენციაში - უსუფაშვილი გადადგომის დეტალებზე

რა მოხდა მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევიდან ორ თვეში - როგორ აიძულებდნენ მარგველაშვილს გადადგომას - ივანიშვილის რეზიდენციაში შეხვედრის დეტალებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "რეაქციაში" იხსენებს.

როგორც უსუფაშვილი ამბობს, შეხვედრას, რომელიც ივანიშვილთან შედგა და სადაც მარგველაშვილმა გადადგომაზე მზაობა გამოხატა 4 ადამიანი ესწრებოდა - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც იმ დროისთვის პრემიერის თანამდებობაზე აღარ იყო, ასევე ესწრებოდა მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, თვითონ დავით უსუფაშვილი და მაშინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

უსუფაშვილი ამბობს, რომ ის იყო სწორედ შუამავალი, რომელიც ცდილობდა, რომ მარგველაშვილისთვის გადადგომა გადაეფიქრებინა. დავით უსუფაშვილის თქმით, 2013 წლის ბოლოს, მარგველაშვილმა  ივანიშვილთან ერთად მას უთხრა, რომ გადადგებოდა, თუ გუნდი მის მიმართ ბრალდებებს გააგრძელებდა. 

ზოგადად, „ოცნებას“ ჩვევად ექცა საკუთარ შერჩეულ პრეზიდენტებთან ძიძგილაობა. ზურაბიშვილთან ფლირტმა თუ ნორმალურმა ურთიერთობამ 4 თუ 5 წელი გაძლო და მარგველაშვილთან 5 კვირაც ვერ გაძლო.

მართალია, რომ იყო ასეთი ვითარება, როცა გამოგვეცხადნენ - ივანიშვილი - გადამდგარი პრემიერი და მარგველაშვილი - მაშინდელი პრეზიდენტი, რომ გადადგება პრეზიდენტი, შეხვედრა ივანიშვილის რეზიდენციაში შედგა.

მაჭავარიანი რომ ამბობს, რომ თურმე მე დავდიოდი შუამავლად რომ დამერწმუნებინა მარგველაშვილი გადადექიო, მე დავდიოდი შუამავლად 2013-24 წლების ახალი წლის დღეებში, დავდიოდი წინ და უკან, რომ მარგველაშვილი გადამერწმუნებინა, რომ ეს არ ქნა.

ეს იყო ის ვითარება, როდესაც მარგველაშვილმა თქვა, რომ მე მინდა, ვიმუშაო პრეზიდენტად, ამ ქვეყანას ვემსახურო და თუ თქვენ ასეთ ბრალდებებს მიყენებთ და ასე წარმოგიდგენიათ ურთიერთობა, მე დღესვე წავალ აქედან, მე კარგად ვიცი, მე რომ ახლა ვარ პრეზიდენტი, ეს არ არის ჩემი - მარგველაშვილის მიერ მოპოვებული მანდატი, ეს არის ქართული ოცნების და ა.შ. მე დასამადლებელი არაფერი მინდა, არ მინდა პრეზიდენტი მერქვას, ამიტომ მარგველაშვილის მხრიდან მორალური თვალსაზრისით, ივანიშვილი დაეთანხმა.

მე თუ ვშუამავლობდით, ვამბობდი, რას შვრებით, საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორ თვეში ხდებოდა. ყველა დეტალს არ ვილაპარაკებ, არის სახელმწიფოებრივი და ადამიანური თემები, მოხერხდა, რომ პროცესი არ მივიდა იქამდე, მაგრამ გაგრძელდა პრემიერის და პრეზიდენტის ფუნქციების და მოვალეობების არ და ვერ გარკვევაში,“ - ამბობს უსუფაშვილი.
 

დავით უსუფაშვილის თქმით, დაპირისპირება და მარგველაშვილის გადადგომის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც პრემიერი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი მარგველაშვილი საკუთარ როლებსა და ფუნქციებზე ვერ შეთანხმდნენ. საქმე კი უშიშროების საბჭოს კანონში ცვლილებების შეტანას ეხებოდა. 

ის დრო იყო, როდესაც ივანიშვილი აღარ იყო პრემიერი, ღარიბაშვილი უკვე იყო პრემიერი და მარგველაშვილი სულ ცოტა ხნის წინ იყო ფიცდადებული პრეზიდენტი. 

საქმე ეხებოდა უშიშროების საბჭოს კანონს, 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში, დავიწყეთ მუშაობა პარლამენტში, ვიცოდით, რომ 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისთანავე ქვეყანა გადადიოდა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მოდელზე. ამიტომ იმ პარლამენტს ჰქონდა ძალიან დიდი საქმე გასაკეთებელი, რომ საქართველოს მთელი კანონმდებლობა გადასულიყო იმ რელსებზე, რომელზეც უნდა გადასულიყო სააკაშვილს ერთი წელი რომ ამოეწურებოდა და ახალ პრეზიდენტს ავირჩევდით. 80-მდე კანონში შევიდა ცვლილებები, ერთი კანონი დარჩა, რომელშიც სათანადო ცვლილებები ვერ შევიტანეთ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ეს იყო უშიშროების საბჭოს შესახებ კანონი, იმიტომ, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობისას, სწორედ ეს თემა იყო განსასაზღვრი. ეს კანონი დარჩა ჩაუსწორებელი. ამასობაში ავირჩიეთ მარგველაშვილი, მოვიდა ღარიბაშვილი და ვაწუხებ, შევჯერდეთ ხალხო ამ კანონზე.

ამ თემაზე მსჯელობისას აღმოჩნდა, რომ სხვადასხვაგვარად ესმით საკუთარი როლები ახალ პრემიერ ღარიბაშვილს და ახალ პრეზიდენტ მარგველაშვილს. 

ამ საკითხის განსახილველად შევიკრიბეთ ოთხნი - პრემიერი, პრეზიდენტი, ივანიშვილი და მე. 
ამ თემაზე შეუთანხმებლობის გამო, ამაზე შეუთანხმებლობის პროცესში - რაღაც პერიოდი ორნი - მარგველაშვილი და ივანიშვილი, ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ცალკე გავიდნენ. შევიდნენ და გვითხრეს, ჩვენ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, მარგველაშვილი ამბობს, რომ არ მიღირს პრეზიდენტობა, არ არის ეს სკამი ის, რომელსაც უნდა გამოვეკიდო და ვიდაო, თუ სხვანაირად გესმით, კი ბატონო, ამ დღიდან დაიწყო ის, რომელზეც ჩემზე გაავრცელეს, რომ მე დავდიოდი თითქოს მარგველაშვილის დასარწმუნებლად რომ გადადექიო. ბევრს დავდიოდი, რომ ეს არ ქნა," - ამბობს უსუფაშვილი.

 

მარგველაშვილს ივანიშვილი გადადგომას რომ აიძულებდა, ამაზე ინფორმაცია მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილმა წარმომადგენელმა ვანო მაჭავარიანმა გაავრცელა. ვანო მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" გიორგი მარგველაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებდა და ბიძინა ივანიშვილის სახელით შუამავლის როლს დავით უსუფაშვილი ასრულებდა.  

მსგავსი სიახლეები