ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა
28 სექტემბერს ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, ავრცელებს.
ხერსონის ოლქის პროკურატურის ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ორი ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა.